შემდეგ თვეში Apple ახალი iMac Pro კომპიუტერების მიწოდებას დაიწყებს, რომელიც 18-ბირთიან პროცესორს, 11 ტერაფლოპსიან გრაფიკას და 5K ეკრანს მიიღებს. კიდევ ერთი დეტალი გახდა ცნობილი ახალი კომპიუტერის შესახებ და ეს A10 Fusion ჩიპია.
იგივე ჩიპი 2016 წლის iPhone 7-ში გამოიყენება და ის სავარაუდოდ გარკვეული პროცესებისთვის იქნება გამოყენებული, რომელიც MacOS-ის უსაფრთხოებასა და “Hey Siri”-ს ფუნციონალს უზრუნველყოფს რითაც ის მუდმივად ხელმისაწვდომი იქნება. შესაბამისი კოდი iOS-ის დეველოპერმა აღმოაჩინა:
Confirmed: "Hey, Siri" is coming to the Mac pic.twitter.com/Dw9bRAzbxD
— Guilherme Rambo (@_inside) November 18, 2017
ახლა უკვე Apple-იც შეძლებს Microsoft-თან კონკურენციას, რომელსაც უკვე აქვს თავის სამაგიდო კომპიუტერებში მუდმივად ჩართული Cortana. Windows 10-ში მას უკვე შეუძლია აპლიკაციების გაშვება, ფაილებისა და ინტერნეტში ძიება დამატებითი აქტივაციის გარეშე.
გაურკვეველია გამოიყენებს თუ არა ARM ჩიპს კომპანია თავის ნოუთბუქებში. სავარაუდოდ ეს მას მერე გირკვეა რაც უფრო მძლავრ კომპიუტერებზე დასრულდება ტესტირება. Apple-ს ჯერ კიდევ არ გაუცხადებია iMac Pro-ს გაყიდვების დასაწყისი, თუმცა ის წლის ბოლომდე არის მოსალოდნელი რომლამდეც უკვე საკმაოდ ცოტა დრო რჩება, თუმცა ერთი ცხადია მისი ღირებულება თვითმრინავის ფრთაზე იაფი ნამდვილად არ იქნება.