იაპონური კომპანია CASIO პირველ რიგში ცნობილია მაჯის საათების წარმოებით, მაგრამ მოულოდნელად მათ ექშენ კამერა GZE-1 EYE წარმოადგინეს. კამერა დარტყმაგაძლე, წყალგაუმტარი, მტვრის და დაბალი ტემპერატურის ამტანია. მწარმოებლის თქმით ის განკუთვნილია პირველ რიგში ექსტრემალური სპორტის გადასაღებად რთულ გარემო-პირობებში. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ახალი კამერა დიზაინით G-SHOCK-ს გავს ძალიან.

CASIO ამბობს, რომ კამერა 4 მეტრიდან ვარდნას გაუძლებს, ხოლო წყალში მისი ჩაძირვა 50 მეტრამდე არის შესაძლებელი. ის სრულად დაცულია მტვრისაგან და შეუძლია მუშაობა -10 გრადუს ყინვაშიც კი. მწარმოებელი ამბობს, რომ კამერის შექმნაში გამოყენებულ იქნა G-SHOK-ის ყველა მიღწევა.

კამერის ხედვის კუთხე 190,8 გრადუსია ფოტოს გადაღებისას, ხოლო ვიდეოს ის 170,4 გრადუსით იღებს. მას შეუძლია 1080p – 30fps და 480p – 120fps ვიდეოს გადაღება. კამერას აქვს 1/2,3 დიუმიანი CMOS სენსორი უკუგანათების ფუნქციით და ეფექტური 6,9 მეგაპიქსელით. მას 13 მილიმეტრიანი ობიექტივი აქვს f/2,8 აპერტურით.

სპეციალურად ამ კამერისთვის შეიქმნა მობილური აპლიკაცია G’z EYE, რომელიც გადაღებული მასალის სმარტფონზე გადაცემას ემსახურება. პროგრამა ასევე შეიძლება გამოიყენოთ გადაღების დისტანციურად სამართავად.

იაპონიაში CASIO GZE-1 EYE დაახლოებით 433$ ეღირება, მაგრამ გაყიდვების დაწყება ჯერ არ დაანონსებულა.

წინა სტატიაHuawei ყველაზე მეტად ზრდის პროდუქტის ფასს თვითღირებულებასთან შედარებით
შემდეგი სტატიაSamsung-მა ახალი ტიპის აკუმლატორი შექმნა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი