Samsung Electronics-ის კვლევების განყოფილებამ მნიშვნელოვანი აღმოჩენის შესახებ ისაუბრა, ორმელიც ლითიუმის-იონების აკუმლატორების შექმნას ეხება. სპეციალისტებმა წარმატებით შეძლეს გრაფენის ბურთულის სინთეზირება, რომელიც აკუმლატორების შექმნაში იქნება გამოყენებული, რითაც უფრო მეტი მოცულობა და უფრო სწრაფი დამუხტვა იქნება შესაძლებელი.

Samsung-ის წამყვანი ტექნოლოგიების ინსტიტუტის თანამშრომლება სილიკონის დიოქსიდი გამოიყენეს გრაფენის სინთეზირებისთვის. მიღებული გრაფენის ბურთულები მათ აკუმლატორის კათოდისა და ანოდის სახით გამოიყენეს ტრადიციულ ლითიუმის კვების ელემენტებში.

მკვლევარები გვარწმუნებენ, რომ გრაფენის აკუმლატორებს ექნებათ 45%-ით მეტი მოცულობა და 5-ჯერ უფრო სწრაფად დაიმუხტებიან. ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით სმარტფონის დამუხტვა 12 წუთში იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა ასეთი აკუმლატორები უსაფრთხო იქნება 60 გრადუს ტემპერატურაზეც, რაც მათ გამოყენებას ელექტრომობილებშიც ხდის შესაძლებელს.

კომპანიამ უკვ დააპატენტა აღნიშნული ტექნოლოგია სამხ. კორეისა და ა.შ.შ-ს შესაბამის უწყებებში. ტექნოლოგიის წარმოებაში ჩაშვების ვადები ჯერ ჯერობით არ სახელდება.

წინა სტატიაCASIO GZE-1 EYE – ექშენ კამერა G-SHOCK-ის სტილში
შემდეგი სტატიაSamsung-მა თითის ანაბეჭდის ეკრანში ჩაშენების ტექნოლოგია დააპატენტა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი