ბრიტანულმა გამოცემამ Telegraph-მა ძმები კემერონ და ტეილორ უინკლვოსები პირველ ბიტკოინ მილიარდერებად დააასახელა. აღსანიშნავია, რომ მათ ადრე პრეტენზია ქონდათ Facebook-ის მფლობელობაზე, თუმცა მათ წარმატებას კრიპტოვალუტაში ინვესტირებით მიაღწიეს.

რგოორც ცნობილია უინკლვოსებმა 2013 წლის ბიტკოინის მთელი მარაგიდან 1% შეისყიდეს 11 მილიონ დოლარად. მაშინ ერთი ბიტკოინის ღირებულება დაახლოებით 120 დოლარი იყო. მოგვიანებით ძმებმა თქვეს, რომ არ აპირებენ მათ გაყიდვას, რადგანაც ჯერათ მისი კურსის გაზრდის და მათ ბიტკოინი “გაუმჯობესებულ ოქროდ” გამოაცხადეს.

გაზეთი თვლის, რომ კრიპტოვალუტის ღირებულების გაზრდის გამო უინკლვოსების ქონებამ მილიარდს გადააჭარბა. ამერიკელი ბიზნესემენები და სპორტსმენები უინკლვოსები მარკ ცუკერბერგს ედავებოდნენ Facebook-ზე უფლებებთან კადავშირებით და ისინი თვლიდნენ, რომ მან სოციალური ქსელის იდეა მათგან მოიპარა, როცა ჰარვარდის უნივერსიტეტის “HarvardConnection” ქსელზე მუშაობდა მათთან. საბოლოოდ მხარეები შეთანხმაბემდე მივიდნენ და პრესის მონაცემებით 65 მილიონი მიიღეს ცუკერბერგისგან აქციების მაშინდელი კურსის შესაბამისად.

 

წინა სტატიაApple-ის სწრაფი დამუხტვა უფრო ნელია ვიდრე OnePlus და LG
შემდეგი სტატიაAndroid GO – სპეციალური ვერსია სუსტი მოწყობილობებისთვის

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი