სააგენტო როიტერის ინფორმაციით ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Kaspersky-ს პროდუქტების სახელმწიფო სტრუქტურებში გამოყენების ამკრძალავ კანონს მოაწერა ხელი.

დოკუმენტი გახდა ა.შ.შ-ს  2018 წლის თავდაცვის ბიუჯეტის ცვლილების ნაწილი, რითაც გაფართოვდა შეზღუდვები აღნიშნული კომპანიის პროდუქტებზე ქვეყნის სამთავრობო სექტორში. ახალი კანონი ფედერალურ სამხედრო და სამოქალაქო სტრუქტურებზე ვრცელდება.

ამერიკის მთავრობამ Kasperky-ს პროდუქტების შეზღუდვა 2017 წლის ივლისიდან შეწყვიტა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია მსგავსი გადაწყვტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პრესაში გამოჩნდა ბრალდებები, რომელიც კომპანიასა და რუსეთის ფედერალური საგამოძიებო სტრუქტურების კავშირზე მიუთითებდა, თუმცა Kaspersky ამას უარყოფს.

სექტემბერში ვაშინგტონმა აუკრძალა სახელმწიფო სტრუქტურებს Kaspersky-ს პროდუქტებით სარგებლობა და 90 დღის ვადა მისცა სხვა ალტერნატივაზე გადასასვლელად.
წინა სტატიადაიწყო ეკრანში ჩაშენებული ანაბეჭდების სკანერების მასიური წარმოება
შემდეგი სტატიაHuami Amazfit Watch 2 – Xiaomi-ს ახალი თაობის ჭკვიანი საათები

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი