კომპანია Microsoft-მა პირველი საჯარო ტესტირებისთვის Quantum Development Kit-გამოუშვა, რომლიც დევლოპერებს კვანტური კომპიუტერების დაპროგრამებას შესაწავლის. ამასთან ერთად გამოვიდა ახალი პროგრამირების ენა Q#, კვანტური გამოთვლების სიმულატორი და რესურსები, რომლებიც ახალი სისტემის ასათვისებლადაა საჭირო.

ახალი SDK მჭიდრო კავშირში იქნება Visual Studio-სთან, რომელიც კარგად არის ცნობილი პროგრეამისტებისთვის, რომლებიც პროგრამებს სხვა ენებზე წერდნენ. ლოკალური კვანტური სიმულატორი 30 ლოგიკური კუბიტის მოდელირებას შეძლებს, რისთვისაც ჩვეულებრივი კომპიუტერია საკმარისი. მასშტაბური ამოცანებისთვის კომმპანია Azure-ის ბაზაზე დაფუძნებულ სიმულატორს გამოუშვებს, რომელიც 40 კუბიტზე იქნება გათვლილი.

Quantum Development Kit – ხელმისაწვდომია ოფიციალურ საიტზე და კომპანიის ბლოგზე უფრო მეტი ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი ამ სიახლესთან დაკავშირებით.

წინა სტატიაGoogle – 2017 – წლის შემაჯამებელი ვიდეო
შემდეგი სტატიაSamsung Galaxy X – შესაძლოა ორმხრივი ეკრანით გამოვიდეს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი