უკვე ცხადია, რომ თუ რამე არაორდინალური არ მოხდა Samsung Galaxy X ჩვენს წინაშე უკვე მომავალ წელს წარსდგება. არ წყდება ჭორები და სპეკულაციები ამ თემაზე თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი საიდუმლო მისი ვიზუალური მხარეა.
სამხრეთ კორეულმა კომპანიამ უკვე მთელი რიგი ტექნოლოგიები დააპატენდა, რომელიც ამხელს სხვა და სხვა ფუნქციონალს, რომელიც შესაძლოა ახალი სმარტფონის ვიზუალზე აისახოს. ბოლო მათ შორის არის ის, თუ როგორ ხედავს Samsung თავის პირველ “დრეკად სმარტფონს”
ახალი კონცეფცია უფრო ელეგანტურია ვიდრე უწინდელი გამოსახულებები, რომლებიც გვინახავს, რადგანაც აქ ეკრანი ძალიან ლამაზად ეკვრის კორპუსს გარშემო. Galaxy X შეიძლება ორ ეკრანიან სმარტფონს გავდეს, რომლის მცირე ნაწილი გმაოყოფილია შეტყობინებებისთვის და სხვა მცირე ზომის ინფორმაციისთვის., თუმცა ამ შემთხვევაში უკანა კერანი საკმარისად დიდია და შესაძლოა სხვა მიზნებსაც მოემსახუროს. ჯერ-ჯერობით ძნელი წარმოსადგენია თუ რა დანიშნულება ექნება ორმხრივ ეკრანს.