Google-ის დეველოპერების ოფიციალურ ბლოგში კომპანიამ განაცხადა 32-ბიტიანი აპლიკაციების მხარდაჭერის შეწყვეტის შესახებ Android საოპერაცი სისტემაში. როგორც კომპანია ამბობს მოხდება სრული გადასვლა 64-ბიტზე, რაც გაზრდის წარმადობას და მთელ რიგ ახალ შესაძლებლობებს მოიტანს. სმარტფონების უმრავლესობა უკვე იყენებს 64-ბიტიან პროცესორებს, ამიტომაც ეს ნეგატიურად არ აისახება ბაზარზე. გარდა ამაისა საძიებო გიგანტმა დეველოპერებს ამისთვის საკმარისი დრო მისცა.

Google-ში აღნიშნავე, რომ 32-ბიტიანი აპლიკაციების განთავსება 2019 წლის აგვისტოდან შეწყდება, რაც ძალიან დიდი დროა და Android Q (10.0) გამოსვლისთვის უსწვს. Google-ის გადაწყვეტილება დეველოპერებისთვის მნიშვნელოვანია და მათ უკვე უნდა დაიწყონ საკუთარი აპლიკაციების განახლება 64-ბიტიანი პლატფორმისთვის.

Apple-მა 32-ბიტიანი აპლიკაციების მხარდაჭერა iOS 11-ში შეწყიტა, რითაც ყველა ამ ვერსიამდე განახლებულმა მოწყობილობამ დაკარგა 32-ბიტის მხარდაჭერა და მიიღო ახალ App Store-ზე წვდომა, რომლშიც მხოლოდ 64-ბიტიანი აპლიკაციებია.

წინა სტატიაგამოვიდა ჭკვიანი სასწორი, რომელიც თქვენს წონას არ აჩვენებს
შემდეგი სტატიაLitecoin-ის დამფუძნებელმა ყველა კუთვნილი მონეტა გაყიდა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი