გასულ სამშაბათს კომპანია Google-მა Windows Store-ში საკუთარი ბარუზერი Chrome გამოაქვეყნა, რომელიც ფაქტიურად აპლიკაციის ჩამოსატვირთი ბმული იყო. გარკვეული დროის შემდეგ Microsoft-მა წაშალა აპლიკაცია Windwos Store-დან და განაცხადა, რომ ის არღვევს მაღაზიის პოლიტიკას. Chrome-ის ერთ-ერთმა დეველოპერმა თქვა, რომ მათი ბრაუზერი ამოღებულ იქნა იგივე ტექნოლოგიის გამო, რომელსაც Microsoft Edge იყენებს.

“ჩვენ მივესალმებით Google-ის სურვილს შექმნას ბრაუზერი Microsoft Sore-ისთვის, რომელიც ჩვანი მაღაზიის პოლიტიკას ეთანხმება” – განაცხადა Microsoft-ის წარმომადგენელმა.

“მე მომწონს Microsoft, მაგრამ….

ისინი კრძალავენ Chrome-მა გამოიყენოს ინსტრუმენტები, რომელიბიც ჩვენი კლიენტების დაცვას უზრუნველყოფს Windows Store-დან ინსტალაციისას (ისინი იგივე ინსტრუმენტებს იყენებენ Edge-ში)

ასე, რომ ჩვენ შევქმენით მინი აპლიკაცია, რომ დავეხმაროთ მომხმარებლებს მიიღნ სრული და უსაფრთო Crhome.  ის წაშალეს.

როგორც ცნობილი გახდა Microsoft-მა Chrome-ის პუბლიკაცია აკრძალა იმიტომ, რომ ბრაუზერში მულტიპროცესების არქიტექტურა გამოიყენება. ამით ბრაუზერის ყოველი ჩანართი ცალკე პროცესია და ერთზე განხორციელებული შეტევა ან პრობლემა მეორეზე არ ვრცელდება. Microsoft ასევე იყენებს იგივე არქიტექტურას Edge-ში, თუმცა მიუხედავად ამისა Google-ის მიმართ პრეტენზიები გაუგებარია.

წინა სტატია6 წლის ბავშვმა სათამაშოების განხილვებით წელიწადში 11 მილიონი $ გამოიმუშავა Youtube-ზე
შემდეგი სტატიაHuawei-ს Face ID-ის ანალოგი უკვე აქვს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი