ჩარლი ლიმ, რომელიც Coinbase-ის ყოფილი ტექნიკური დირექტორია, გაყიდა ყველა თავისი დანაზოგი Litecoin-ში, რომელიც მან 2011 წელს დაარსა. თავდაპირველად იდეა იყო იმაში, რომ Bitcoin-ს (ოქრო) ქონოდა ერთგვარი ვერცხლი (Litecoin), უფრო დაბალი ფასით და უფრო მარტივი მანინინგითა და ტრანზაქციებით.
ამ გადაწყვეტილების მოტივაცია ჩარლი ლიმ Reddit-ზე ახსნა. მთავარი მიზეზი ინტერესთა კონფლიქტი აღმოჩნდა. კრიპტოვალუტის დამფუძნებელი ამობს, რომ მას მობეზრდა სიტუაცია, როცა მის ყველა სიტყვას მოსდევენ და ბრალს დებენ. ყველაფერი რასაც ის ამბობს Litecoin-ის კურსზე ზმოქმედებს. ფასი მატულობს ან იზრდება, ხოლო შემდეგში მას მანიპულაციაში ადანაშაულებენ.
მიმდინარე მომენტისთვის Litecoin მე-5 ადგილზე კრიპტოვალუტებს შორის კაპიტალიზაციის კუთხით, თუმცა ის ერთი პერიოდი მეორე ადგილზეც კი იყო. ახლა მას უსწრებს Bitcoin, Ethereum, Bitcoin Cash და Ripple.