ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა HTC U12-ის წინა პანელის რენდერები. ეს ფლაგმანი არის ტაივანური ბრენდის ახალი მოსალოდნელი სმარტფონი. ბრენდის წინა მოდელი მსოფლიოს ყველა ბაზარზე არ იყო ხელმისაწვდომი, ამიტომ არ მოუპოვებია დიდი პოპულარობა. HTC U12 სავარაუდოდ ამ პრობლემას გამოასწორებს თავისი საინტერესო ფუნქციებით.

რენდერიდან გამომდინარე, ფლაგმანი ვიზუალურად ძალიან ჰგავს წინამორბედ HTC U11+ს. ინსაიდერები ირწმუნებიან რომ სმარტფონს ექნება 4K ეკრანი და მინიმალური ჩარჩოები. უკანა პანელზე განთავსებულია ორმაგი მთავარი კამერა და შესაძლოა თითის ანაბეჭდის სკანერიც. თუმცა შესაძლოა მწარმოებელმა ეს უკანასკნელი სხვა ბიომეტრიული სენსორით ჩაანაცვლა. ასევე ცნობილია, რომ მოწყობილობა აღჭურვილი იქნება Snapdragon 845 პროცესორით.

სმარტფონის დაანონსების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

წინა სტატიაIntel-ის პროცესორები მოწყვლადი აღმოჩნდა
შემდეგი სტატიამომავლის ეკრანები და ჭკვიანი საათები

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი