გაირკვა, რომ ყველა პროცესორი, რომელიც Intel-მა ბოლო 20 წლის განმავლობაში გამოუშვა სერიოზულ შეცდომას შეიცავს საბაზისო არქიტექტურის დონეზე. შეცდომის წყალობით ბოროტმოქმედებს შეუძლიათ მიიღონ წვდომა ოპერატიული მეხსიერების დაცულ ნაწილთან. ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ საფრთხე არა მხოლოდ Windows პლატფორმებზეა და მოწყვლადობა საშიშია Linux და macOS საოპერაციო სისტემებზეც.
არის მოსაზრებაც, რომ აღმოჩენილი შეცდომა კონსოლებზეც ვრცელდება, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კონსოლები კოდს ხელმოწერის გარეშე არ უშვებენ, სანამ არ მოხდება მათი გატეხვა.
ექსპერტებს ეეჭვებათ, რომ მონაცემების განადგურების ან გაფუჭების საფრთხე არსებობს, თუმცა პერსონალური მონაცემები, როგორციაა პაროლები, დაშიფრვის გასაღებები და გაცვლის ბუფერი მარტივად შეიძლება აღმოჩნდეს ჰაკერების ხელში. წინასწარი მონაცემებით მოწყვლადია ყველა ჩიპსეტი რომელიც Pentium-ის შემდეგ გამოვიდა. შეცდომის გამოსწორება მიკროკოდის დონეზე არ მოხდება და ის პროგრამული იქნება, რაც ნეგატიურად აისახება კომპიუტერის წარმადობაზე.
The Linux Foundation, Apple და Microsoft-მა უკვე გამოუშვეს განახლებები, რომელიც ამ შეცდომას გამოასწორებს. თუმცა ამით პროცესორი საგრძნობლად შენელდება. საქმე იმაშია, რომ განახლების შემდეგ მოხდება ბირთვის იზოლაცია, რის გამოც მოწყობილობა 5-დან 30 პროცენტამდე შენელდება. მომხმარებლებმა შეიძლება არც კი იგრძნონ წარმადობის დაკარგვა.