ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის კურსი 2017 წლის ნოემბრის ნიშნულამდე დაეცა. წლის დასაწყისიდან ვარდნამ დაახლოებით 7 000 $ შეადგინა.
16 იანვრიდან კრიპტოვალუტების ბაზარზე ყველაზე მასშტაბური კრიზისი დაიწყო. თითქმის ყველა ვალუტა 20-40%-ით დაეცა. ყველაზე მეტად პრობლემა ბიტკოინს შეეხო და მისი კურსი იანვრის განმავლობაში 14 000 +/- 3 000 დოლარით მერყეობდა. საბოლოოდ კრიზისმა მისი კურსი 10 000 დოლარის ნიშნულამდე დაწია.
ამ სიტუაციაში კრიპტოვალუტების ვარდნას ექსპერტები სამხრეთ კორეასა და ჩინეთს აბრალებენ სადაც ამ ვალუტების ბრუნვა და მაინინგი იზღუდება. გასულ კვირას ჩინეთმა მაინერებზე ნადირობა დაიწყო, ხოლო სამხ. კორეის მთავრობა ბირჟების აკრძალვისათვის ემზადება.