კომპანია Xiaomi-მ წარმოადგინა გასული წლის სმარტ ტელევიზორი Mi TV 4A-ს ახალი მოდელი. ახალ მოდელს აქვს 4K (3840×2160 წერტილი) გაფართოება და მხარდაჭერილია თითქმის ყველა თანამედროვე ტექნოლოგიით. ბრენდის სხვა ამ ტიპის პროდუქციისაგან განსხვავებით ტელევიზორი გამოირჩევა განსაკუთრებული სიიაფით.

ახალ მოდელი Xiaomi Mi TV 4A არის 50 დიუმიანი. აქამდე ხელმისაწვდომი იყო 32, 43, 49, 55 და 65 დიუმიანი ვერსიები. ტელევიზორის ეკრანი 60 ჰერციანია, აღჭურვილია სტერეო დინამიკებით, აქვს Dolby Audio და dtsHD მხარდაჭერა. შესაძლებელია ტელევიზორის ხმოვანი რეჟიმით მართვა.

50დიუმიანი Mi TV 4A შემუშავებულია ოთხბირთვიანი პროცესორი Amlogic L962-ის ბაზაზე. მოწყობილობას აქვს 2გბ ოპერატიული მეხსიერება და 8გბ დამატებითი. აქვს 3 HDMI პორტი, 2 USB,  AV შემყვანი და S/PDIF გამომყვანი და ქსეული კაბელის შესაერთებელი პორტი.

Xiaomi Mi TV 4A 50″ გაყიდვაში შემოვა 19 იანვრიდან და მისი ფასი იქნება $370.

წინა სტატიაბიტკოინის კურსი 10 000 დოლარამდე დაეცა
შემდეგი სტატიაEtherZero: რა არის ცნობილი ახალი კრიპტოვალუტის შესახებ

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი