ცნობილი გახდა, რომ პორტალ Steam Database-ზე შემდეგი ფასდაკლებები თებერვალში იგეგმება და უკვე ზუსტი თარიღიც კი ცნობილია. საიტმა განაცხადა, რომ ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა პროგრამა Direct-ის საშუალებით, რომელიც Valve-მ Greenlight-ით შეცვალა. წინა ფაქტებზე დაყრდნობით, არ გვაქვს მიზეზი რომ მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისწორეში ეჭვი შევიტანოთ.

მათი ინფორმაციით ფასდაკლებები დაიწყება 15 თებერვალს და დასრულდება 19 თებერვალს. ფასდაკლებების თარიღი დაკავშირებულია ჩინურ ახალ წელთან. ფასდაკლებების მაშტაბურობა და შემავალი თამაშები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ბევრს არ უნდა ველოდოთ. მაგრამ არ ღირს დარდი, სეზონური ფასდაკლებებიც წინ არის.

წინა სტატიაTelegram-ის ახალი ვერსია აღარ არის iOS-ექსკლუზივი
შემდეგი სტატიაAlphabet-მა კიბერუსაფრთხოების კომპანია Chronicle გაუშვა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი