Google-ის მმართველმა კომპანიამ კიბერუსაფრთხოებაზე ორიენტირებული კომპანია გაუშვა. ამის შესახებ Chronicle-ის ბლოგშია საუბარი.

ორგანიზაციამ მუშაობა 2016 წელს დაიწყო Alphabet X პროექტის ფარგლებში ისევე, როგორც თვითმართვადი ავტომობილების განყოფილება Waymo.

Chronicle-ის მეთაური Symantec-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი სტივენ ჯილეტი გახდება. პრიველ ეტაპზე კომპანია კლიენტებს სისტემების უსაფრთხოების ანალიზს და Virus Total-ს შესთავაზებს, რომელიც Google-მა 2012 წელს შეიძინა.

ჯილეტი ამბობს, რომ Chronicle აპირებს შექმნას ანალიტიკური პლატფორმა, რომლეიც მანქანური დასწავლის საშუალებით დაეხმარება კომპანიებს ანალიზი გაუკეთოს მონაცემებს უსაფრთხოების თვალსაზრისით. კომპანია მოსმახურებას ღრუბლოვანი სერვისების სახითაც წარმოადგენს.
წინა სტატიაSteam-ზე ფასდაკლებების დაწყების თარიღი გახდა ცნობილი
შემდეგი სტატიაBLUBOO D5-ის ფასი $100-ზე ნაკლები იქნება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი