2 წლიანი ტესტირების შემდეგ კომპანია Code Weavers-მა Wine 3.0-ის რელიზის შესახებ გვაუწყა. აღნიშნული აპლიკაცია UNIX/LINUX სისტემებში Windows-ის აპლიკაციების გაშვებას უზრუნველყოფს. Android-ის მომხმარებლები უკვე შეძლებენ პერსონალური კომპიუტერის აპლიკაციების გაშვებას საკუთარ სმარტფონებზე.
Wine 3.0-ის გაშვების შემდეგ სმარტფონზე გამოჩნდება Windows-ის კლასიკური სამუშაო მაგიდა “Start” მენიუთი მარცხენა ქვედა კუთხეში. დეველოპერები ამბობენ რომ თავსებადია ათასობით აპლიკაცია რომელთა ნახვა შესაძლებელია ოფიციალურ საიტზე.
რელიზში 6 ათასზე მეტი ცვლილება შევიდა, რომელთა შორისაც არის Direct3D 10 და 11, Android-ის გრაფიკული დრაივერი, გაუმჯობესებული DirectWirte და Direct2D. ყველაზე კარგად აპლიკაცია ოპტიმიზებულია x64 ჩიპსეტებზე, ამიტომაც ARM ჩიპებზე შესაძლოა პრობლემები შეგექმნათ აპლიკაციასთან და Windows-ის პროგრამებთან.
აპლიკაციის გადმოწერა პროექტის ოფიციალურ საიტზეა შესაძლებელი.