უსაფრთხოება, რომ ძვირი სიამოვნებაა სიახლე არ არის, რაც Meltdown და Spectre მოწყვლადობებმაც დაადასტურა. განახლებები სერიოზულად ანელებს პროცესორს, თუმცა მათი დაყენება მაინც აუცილებელია. სხვა საქმეა თანამედროვე უსაფრთხოების საშუალებები, რომლებიც კიდევ უფრო “ამძიმებს” თანამედროვე კომპიუტერის პროცესორს. ჩვენ ვერც კი ვხვდებით თუ რამდენად ზემოქმედებს ატივირუსული პროგრამები პერსონალური კომპიუტერის სიჩქარეზე.

AV-Test.org რეგულარულად აქვეყნებს ტესტირების შედეგებს პოპულარული ანტივირუსული პროგრამებისთვის და მათ შორისაა მუშაობის სიჩქარეზე ზეგავლნაც. მათი ტესტების თანახმად ტიპიური ანტივირუსი საიტების ჩატვირთვას 11-16%-ით, აპლიკაციების გაშვებას 9-15%-ით, ინსტალაციას 26-35%-ით, ხოლო ფაილების კოპირებას 7-18%-ით ანელებს.

ზემოთ აღნიშნული ციფრები საშუალო მონაცემებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთმა აპლიკაციამ შესაძლოა კიდევ უფრო დაამძიმოს პროცესი. მაგალითისთვის Windows Defender – აპლიკაციის ინსტალაციას 54%-ით ანალებს. რა თქმა უნდა ანტივირუსი აუცილებელია, მაგრამ თუ თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი წარმადობაა და არ გაქვთ საშუალება განაახლოთ პროცესორი ან SSD, მისი გამორთვა მოგიწევთ (თუნდაც დროებით).
წინა სტატიაNokia 3310-ის 4G ვერსია YunOS-ით გამოვა
შემდეგი სტატიაBitcoin-ის ქსელში საკომისიოს ოდენობა რეკორდულად დაბალია

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი