ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბიტკოინის ქსელში საკომისიო გადასახადის ოდენობა ტრანზაქციებზე რეკორდულად შემცირდა, ასევე შემცირდა მემპულის ზომა დაუდასტურებელი ტრანზაქციებით.

თუნდაც გასული კვირის ბოლოს ტრანზაქციის დადასტურებისთვის შემდეგ ბლოკში 10-12 სატოში/ბაიტი იყო საჭირო, ხოლო დღეს დილას ის 10-ჯერ შემცირდა.

როგორც ხედავთ დღეს ტრანზაქციის დამოწმებისათვის შემდეგ ბლოკში მხოლოდ 1-2 სატოში არის საჭირო. ტრანზაქციების საშუალო ფასი დოლარებში დღეისათვის სულ რაღაც 0.25$-ია – რაც მართლა დრამატული ცვლილებაა 30-40$-თან შედარებით.

ნაწილობრივ ეს მაჩვენებლები ბიტკოინის ფასის საერთო დაცემასაც უკავშიდება, თუმცა ცხადია შესამჩნევად შემცირდა საკომისიო გადასახადი. ასევე ყურადღება უნდა მიაქციოთ მემპულის ზომას, რომელიც დღეს 40 მეგაბაიტზე ნაკლებია, როცა იანვრის დასაწყისში მისი ზომა 140 მეგაბაიტამდეც კი გაიზარდა.

SegWit ტრანზაქციების რაოდენობაც 18.3%-მდე გაიზარდა, რაც ასევე დადებითად მოქმედებს ტრანზაქციის ღირებულებაზე. შეგახსენებთ, რომ საიტზე Change.org გაეშვა პეტიცია, რომელიც მოუწოდებს Coinbase-ს დააჩქაროს SegWit-ის იმპლემენტაციის პროცესი.

წინა სტატიაროგორ ანელებს თანამედროვე ანტივირუსი კომპიუტერს
შემდეგი სტატიაFacebook-მა კრიპტოვალუტებისა და ICO-ების რეკლამა აკრძალა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი