Xiaomi-მ ჩინეთში მე-4 თაობის Mi Box და მისი ბიუჯეტური მოდიფიკაცია MiBox 4C წარმოადგინა. სიახლე MIUI-ს სპეციალურ ვერსიაზე მუშაობს, რომელიც ტელევიზორებისთვისაა ოპტიმიზებული. MiBox 4 დიდწილად წინამორბედის მსგავსია, რომელიც 2016 წელს გამოვიდა Android TV საოპეარციო სისტემით, თუმცა განსხვავებებიც არის.
Mi Box 4 აღჭურვილია Amlogic S905L პროცესორით, რომელსაც არ აქვს VP9 ვიდეოს აპარატული დეკოდირება, თუმცა გლობალურ ვერსიაში, რომელსაც Amlogic S905X-H პროცესორი აქვს ეს ფუნქცია გათვალისწინებულია. შეგახსენებთ, რომ ეს კოდეკი საჭიროა YouTube-ის ფუნქციონირებისათვის.
Mi Box 4C ჩვეულებრივ მოდელთან შედარებით უფრო სუსტია და არ აქვს Bluetooth, ამიტომაც მისი პულტი IR კავშირით მუშაობს.