Nokia 3310 3G-ის გამოსვლიდან რამდენიმე თვეში ფინურმა კომპანიამ HMD Global ახალი მოდიფიკაციის გაშვების შესახებ ისაუბრა. აპარატს ექნება 4G ქსელების მხარდაჭერა და ტექნიკური მაჩვენებლების მხრივაც განახლდება.
გარეგნულად ის არ იქნება განსხვავებული წინა მოდელებისგან, მაგრამ 4G ქსელების მხარდაჭერის გარდა მას შეეძლება VoLTE ზარების განხორციელების საშუალება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე იქნება YunOS, რომელიც Series 30+ საოპერაციო სისტემას ჩაანაცვლებს. აღნიშნული სისტემა Android-ზე ეფუძნება და ის AliCloud-მა შეიმუშავა, ღრუბლოვანი ტქნოლოგიების მხარდაჭერით.
Nokia 3310 4G – 256 და 512 მეგაბაიტი შიდა მეხსიერებით გამოვა და 1 2000 მა/სთ მოცულობის აკუმლატორი ექნება. ფასი და გამოსვლის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.