iOS 11.3-ის ბეტა ვერსიის კოდის განხილვისას რესურს 9to5Mac თანამშრომლებმა კოდში აღმოაჩინეს ჯერ დაუანონსებელი ფუნქცია. Apple აპირებს სმარტფონებსა და პლანშეტებზე დააყენოს ავტორიზაციის გამარტივებული სისტემა Single Sign-on, რომელიც კარგად ცნობილია tvOS-ის მომხმარებლებისათვის.

შეგახსენებთ, რომ Apple TV-ს, რომელიც მუშაობს ოპერაციულ სისტემა tvOS-ზე ავტომატურად შედის აპლიკაციებსა და სხვადასხვა სერვისებში მომხმარებლის ექაუნთით ერთჯერადი ავტორიზაციის გამოყენებით. iOS 11.3-ში აღმოაჩინეს ანალოგიური ფუნქცია, რომელიც მოითხოვს მხოლოდ ერთხელ შევიყვანოთ Apple ID-ს მონაცემები, რათა შევიდეთ საკუთარ პროფილზე სხვადასხვა საიტებზე.

გარდა ამისა, კოდში აღმოაჩინეს კიდევ ერთი ფუნქცია, რომლის გამოყენებითაც iPhone და iPad-ის მფლობელები შეძლებენ აპლიკაციის კამერა გამოიყენონ QR-კოდის დასკანირებისათვის, რატა შევიდნენ საიტზე Apple ID-ის გამოყენებით. 9to5Mac-ის თანამშრობლებმა შეძლეს რომ ეს ფუნქცია საკუთარ სმარტფონებზე დაეტესტათ.

ამგვარად, Apple-ის მომსმარებლები შეძლებენ პაროლებისა და მომხმარებლის სახელების შექმნისა და დამახსოვრების ნაცვლად მხოლოდ ერთხელ შეიყვანონ Apple ID-ის მონაცემები ექაუნთის შესაქმნელად.

წინა სტატიაApple-მა ისევ გადაასწრო Samsung-ს სმარტფონების გაყიდვაში, მაგრამ…
შემდეგი სტატიაiPhone X-ის ზოგიერთი მომხმარებელი შემომავალ ზარებს ვერ პასუხობს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი