ცნობილმა ინსაიდერმა ევან ბლასმა ტვიტერში Galaxy S9 და S9+ ახალი გამოსახულება გამოაქვეყნა. ახლა უკვე მათი ორივე მხრიდან დანახვაა შესაძლებელი.
ასვე ევან ბლასმა გაამხილა, რომ იქნება შავი, იისფერი, ნაცრისფერი და ლურჯი ვერსიები.
გარეგნულად Galaxy S9 და S9+ არ იქნება დიდად განსხვავებული წინა მოდელებისგან. იგივე კორპუსი შუშისაგან და მეტალისგნა და დიდი ეკრანი პატარა ჩარჩოებით. ცვლილებები შეეხეო თითის ანაბეჭდების სკანერს, რომელიც კამერის მოდულის ქვევით იქნება განთავსებული. Galaxy S9+ მოდელს ორმაგი კამერა ექნება, რომელიც ოპტიკური ზუმისთვის არის განკუტვნილი. შესაძლოა Galaxy S9-ში ახალი კამერაც ვიხილოთ ცვლადი დიაფრაგმით f1,5-2,4 და შენელებული ვიდეოს გადაღების რეჟიმი ძალიან მაღალი სიხშირით.
Galaxy S9-ის ანონსი 25 თებერვალს შედგება MWC 2018-ის ფარგლებში ბარსელონაში, ხოლო გაყიდვაში ის 16 მარტიდან შემოვა.