წლიდან წლამდე სმარტონები ყველა პარამეტრით უმჯობესდება – გამონაკლისი არც კამერებია. დღესათვის ამ სფეროში ყველაზე პოპულარულ გადაწყვეტილებად მიიჩნება ორმაგი კამერის მოდული, რომელიც საშუალებას იძლება გადავიღოთ ფოტოები ბოკე ეფექტით. კომპანია Ulefone-მა წარმოადგინა Power 3-სათვის შემუშავებული კამერა. შეგახსენებთ რომ ეს სმარტფონი არის 6 დიუმიანი 18:9-ზე შეფარდებით, აქვს რვაბირთვიანი პროცესორი Helio P23. ამჟამად სმარტფონი ფასდაკლებით იყიდება.

Ulefone Power 3-ს აქვს ორმაგი მთავარი და წინა კამერები. უკან დაყენებულია რამდენიმე სენსორი გაფართოებით 16 და 5 მეგაპიქსელი და წინ 13 და 5 მეგაპილქსელიანი მოდულები. ვიდეოში წარმოდგენილია სმარტფონის კამერის შესაძლებლობები.

ვიდეორგოლში დემონსტრირებულია კამერის საკუთარი აპლიკაცია და Ulefone Power 3-ით გადაღების პროცესი. კამერის აპლიკაციის სწრაფი გაშვებისათვის საკმარისია ორჯერ დავაჭიროთ ხმის აწევის ღილაკს – ეს ფუნქცია განსაკუთრებით მოსასხერხებელია როდესაც გვინდა სწრაფად დავაფიქსიროთ საჭირო მომენტი. სმარტფონს შეუძლია გადაიღოს ბოკე ეფექტით.

Ulefone Power 3-ის ტექნიკური მახასიათებლები:

  • 6-დიუმიანი ეკრანი გაფართოებით 2160х1080 პიქსელი(18:9);
  • რვაბირთვიანი პროცესორი MediaTek Helio P23;
  • 6 გბ ოპერატიული მეხსიერება;
  • 64 გბ შიდა მეხსიერება;
  • ორმაგი მთავარი კამერა სენსორებით 16 და 5 მპ;
  • ორმაგი წინა კამერა სენსორებით 13 და 5 მპ;
  • ბატარეა 6 080 მა/ჰ  სწრაფი დამუხტვის ფუნქციით;
  • კომბინირებული სლოტი ორი SIM ბარათისათვის;
  • 4G მხარდაჭერა;
  • თითის ანაბეჭდის სკანერი და სახის ამოცნობის ფუნქცია;
  • ოპერაციული სისტემა: Android 7.1 Nougat.
წინა სტატიაEhang-მა სამგზავრო დრონი აჩვენა
შემდეგი სტატიაGoogle Pixel 2-ის კამერა უფრო ეფექტური გახდა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი