Galaxy S9-ის სარეკლამო კამპანიაში კომპანია Samsung-მა ახალი ვიდეო რგოლი გამოუშვა. რეკლამის სლოგანია: “The Camera Reimagined”
რგოლის პირველ კადრებში ნაჩვენებია თუ როგორ იცვლება სარკული ფოტოაპარატის დიაფრაგმა, რომლის გავლითაც შუქი მატრიცას ხვდება. მოსალოდნელია, რომ ცვლადი დიაფრაგმა Galaxy S9-ის უმთავრესი პლიუსი იქნება.
ჯერ-ჯერობით გაურკვეველია თუ რაში ჭირდება სმარტფონს ცვლადი დიაფრაგმა. დიდ კამერებში დიდი მატრიცით დიაფრაგმის რეგულირება სიმკვეთრის სიღრმეს აკონტროლებს, ხოლო სმარტფონებში ისედაც დიდია სიმკვეთრის სიღრმე პატარა მატრიცის გამო.
რეკლამაში ასევე შეგიძლიათ ნახოთ შენელებლი გადაღებისა და ანიმირებული 3D ემოჯის ელემენტები.