15 თებერვლიდან Chrome ბრაუზერში ყველა პლატფორმაზე გააქტიურდა რეკლამის ბლოკირება. ფილტრში ტარდება ის სარეკლამო წინადადებები, რომლებიც ვერ გაივლის Better Ads-ის რეკომენდაციებს. Chrome-ის შემქმნელებმა დეტალურად აღწერეს ახალი ფუნქციონალი.
ორგანიზაციამ Better Ads ჩაატარა გამოკითხვა 40 000-ზე მეტ მომხმარებელთან ჩრდ. ამერიკაში და ევროპაში, რომ განესაზღვრა თუ როგორი სარეკლამო განცხადებები არის მათთვის მისაღები. გამოკვლევის შედეგების თანახმად ყველაზე გამაღიზიანებელი აღმოჩნდა რეკლამა, რომელიც საიტის კონტენტს ფარავს და რა თქმ აუნდა ანიმაციური ბანერები. არასასურველი აღმოჩნდა ასევე პოპ-აპ ფანჯრები, ავტომატურად გაშვებადი ვიდეოები ხმით და თაიმერიანი ბანერები.
Chrome-ის ახალი ფუნქცია საიტებს მათი გვერდების შემთხვევითი შერჩევით გაუკეთებს ანალიზს. Better Ads-ის სტანდარტების დაღვევის რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება საიტის სტატისი. საიტების მფლობელები შეძლებენ ნახონ დეტალური შედეგები, მათ შორის ინფორმაცია კონკრეტული დარღვევების შესახებ. დეველოპერები შეძლებენ გამოითხოვონ საიტის განმეორებითი შემოწმება მას შემდეგ რაც ჩაასწორებენ რეკლამას.
Chrome ავტომატურად დაბლოკავს რეკლამას საიტებზე, რომლებიც არ შეესაბამება Better Ads-ის მოთხოვნებს. თუ საიტზე დაიბლოკა ერთი ელემენტი მაინც, მომხმარებელი მიიღებს შესაბამის შეტყობინებას, რომლის შემდეგაც შეძლებს მუდმივად დაბლოკოს რეკლამა კონკრეტულ საიტზე.
Google-ის ინიციატივამ უკვე გამოიღო დადებითი შედეგები. 12 თებერვლის მონაცემებით საიტების 42%-მა რომლებიც ვერ აკმაყოფილებდნენ Better Ads-ის მოთხოვნებს უკვე ჩაასწორეს კონტენტი. თუ საიტი 30 დღის შემდეგაც არ გამოასწორებს რეკლამას, ბრაუზერი ავტომატურად დაბლოკავს მას.