როგორც Xiaomi Mi Mix 2S-ის შემთხვევაში, საიტ XDA-ს შემქმნელებს ხელში ჩაუვარდათ ახალი სმარტფონ Xiaomi Mi7-ის შესახებ ინფორმაცია. მასზე დაყრდნობით, შესაძლებელი გახდა მიგვეღო გარკვეული ინფორმაცია ტექნიკური მახასიათებლებისა და ახალი ფუნქციონალის შესახებ. დადასტურდა ინფორმაცია, რომ ფლაგმანს ექნება პროცესორი Snapdragon 845.

ბილდის ანალიზმა აჩვენა, რომ Xiaomi Mi7 შექმნილი იქნება Android 8.0 Oreo-ს ბაზაზე. შემქმნელებმა დაადასტურეს ინფორმაცია OLED ეკრანის შესახებაც. აპლიკაციაში აღმოაჩინეს მუდამ აქტიური ეკრანის ფუნქცია. ეს ფუქნცია ადრე ხელმისაწვდომი არ იყო. მიღებულ ინფორმაციაზე დაყრნობით, დაბლოკილი ეკრანი გვაქჩვენებს დროს, თარიღსა და ბატარეის დამუხტულობის შესახებ ინფორმაციას.

შესაძლოა სმარტფონს ჰქონდეს ორი კამერა და ორი SIM-ბარათის მხარდაჭერა, ასევე: ინფრაწითელი სენსორი, ბოკეების ეფექტის შექმნის საშუალება, ფოტოს ელექტორნული სტაბილიზაცია, აუდიოტექნოლოგია Dirac, NFC მოდული.

Xiaomi Mi7-ის პრეზენტაციის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით ცნობილი რ არის.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here