MWC 2018-ზე დღეს შედგა LG V30S ThinQ-ს ოფიციალური ანონსი. სიახლე კლასიკური V30-ის გაუმჯობესებული მოდელია, რომლის ტექნიკური მახასიათებლები თითქმის არ შეცვლილა გარდა ჩაშენებული მეხსიერებისა, რომელიც 256 გიგაბაიტი გახდა.

ThinkQ ტექნოლოგია ხელოვნურ ინტელექტს გულისხმობს, რომელიც ორი სერვისის სახითაა წარმოდგენილი. Vision AI და Voice AI. პირველი სამ კომპონენტს აერთიანებს: AI Cam – გადაღებისთვის საჭირო პარამეტრების ავტომატური განსაზღვრა, QLens – გადაღებული ობიექტების შესახებ ინფორმაციის მოძიება და Bright Mode – დაბალი განათების პირობებში გადაღებული მასალის გაუმჯობესება. VoiceAI იქნება Google Assistant-ის ფუნქციონალის გაფართოება სმარტფონის შესაძლებლობების გათვალისწინებით.

ტექნიკური მონაცემები:

  • პროცესორი: Qualcomm Snapdragon 835;
  • ეკრანი: 6-დიუმიანი, 18:9, Quad HD+, OLED, FullVision (გარჩევადობა 2880×1440, 538 ppi);
  • მეხსიერება:
    • V30S ThinQ: 6 გბ. ოპერატიული, 128 გბ. ჩაშენებული, microSD;
    • V30S+ ThinQ: 6 გბ. ოპერატიული, 256 გბ ჩაშენებული, microSD;
  • კამერა:
    • მთავარი (ორმაგი): 16 მპ. стандартная (f/1,6, 71°) + 13 Мп широкоформатная (f/1,9, 120°);
    • წინა: 5 მპ. ფართოკუთხიანი (f/2,2, 90°);
  • ხელოვნური ინტელექტის საშუალებები: AI CAM, QVoice, QLens, Bright Mode, AI Haptic, Google Assistant;
  • აკუმლატორი: 3 300 мАч;
  • საოპერაციო სისტემა: Android 8.0 Oreo;
  • ზომები: 151,7 x 75,4 x 7,3 მმ.;
  • წინა: 158 გ
  • ინტერფეისები: LTE-A 4 Band CA, Wi-Fi 802.11 a, b, g, n, ac, Bluetooth 5.0 LE, NFC, USB Type-C 2.0;
  • დამატებით: IP68, MIL-STD 810G, 32-ბიტიანი Hi-Fi Quad DAC, HDR10, Google Daydream, UX 6.0+, ხმის ამოცნობა, სახის ამოცნობა, თითის ანაბეჭდების სკანერი, Qualcomm Quick Charge 3.0, უკონტაქტო დამუხტვა.
წინა სტატიაHMD Global – Nokia 8110-ს გააცოცხლებს
შემდეგი სტატიაGalaxy S9|S9+ წინასწარი შეკვეთები დაიწყო

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი