2017 წლის სექტემბერში, ნახევარი წლის წინ, კომპანია Apple-მა პუბლიკას AirPower წარუდგინა, რომელიც ერთდროულად სამ მოწყობილობას მუხტავს. შეგვპირდნენ, რომ 2018 წლის დასაწყისშ ის ოფიციალურად გაეშვებოდა თუმცა დღემდე არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა მსგავსი რამის შესახებ.

როგორც იქნა დღეს პირველი სიახლე გავიგეთ, რომელიც DigiTimes-მა გაგვიზიარა საიდუმლო წყაროზე დაყრდნობთ. Apple-ის დასამუხტი სადგურის სიმძლავრე 28 ვატი იქნება, რაც 3,8-ჯერ მეტია ვიდრე შეუძლია iPhone X-მა მიიღოს, რაც შესაძლოა მომავალში მოწყობილობების დამუხტვის სიჩქარეზე დადებითად აისახოს.

AirPower-ით დამუხტვას Apple-ის ზოგიერთი მიმდინარე პროდუქტი და ყველა ახალი შეძლებს. მათ შორისაა AirPods-ების ახალი ქეისიც, რომელიც აღნიშნულ პროდუქტთან ერთად უნდა გამოვიდეს. მოსალოდნელია, რომ სიახლის ფასი 199$ იქნება.

წინა სტატიაWi-Fi თერმოსტატი MOSTAT
შემდეგი სტატიაგეიმერებმა Shadow of the Tomb Raider-ის გამოსვლის თარიღი იპოვეს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი