Facebook და Cambridge Analytics უკვე არიან მთელ რიგ დახურულ სასამართლო პროცესებში, მაგრამ ჯერ ჯერობით არ ქონიათ შტატის მასშტაბის საჩივარი. ილინოისის შტატის კუკის ოლქმა ორივე კომპანიას უჩივლა მომხმარებლების შეცდომაში შეყვანისათვის. Cambridge Analytics უჩივიან "thisisyourdigitallife" აპლიკაციის თითქოს სამეცნიერო კვლევის სახით წარმოდგენას, როცა ის რეალურად Facebook-თან შეთანხმების დარღვევით პირად მონაცემებს აგროვებდა.

კუკის ოქლი არ ითხოვს ზარალის სრულ ანაზღაურებას, მაგრამ კანონი ყოველი დარღვევისათვის 50 000 $ და ყოველი 65 წელს გადაცილებული ადამიანის უფლების დარღვევისათვის დამატებით 10 000 $ ჯარიმას ითხოვს. მაქსიმალური ჯარიმა მოსალოდნელი არ არის, მაგრამ თუ გავითვალიწინებთ მილიონობით დაზარალებულს, კომპანიებს ეს საკმაოდ ძვირი დაუჯდებათ.

წინა სტატიაელონ მასკმა SpaceX-ის და Tesla-ს Facebook გვერდები წაშალა
შემდეგი სტატიაWindows Server 2019-ის პირველი პრევიუ გამოვიდა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი