ჩიგაკოში პრეზენტაციაზე Apple-მა წარმოადგინა ახალი პლანშეტური კომპიუტერი, რომელიც შექმნილია საგანმანათლებლო სექტორისათვის. კომპანიამ განაცხადა, რომ ეს არის ყველაზე ხელმისაწვდომი iPad, რომელიც კი ოდესმე გამოსულა "ვაშლის" ლოგოთი.

უახლეს iPad-ს აქვს 9,7 დიუმიანი Retina ეკრანი, პროცესორი A10 Fusion (როგორც iPhone 7-ს), 8-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, წინა HD-კამერა FaceTime-სათვის, Touch ID თითის ანაბეჭდის სკანერი, კომპასი, GPS, LTE მხარდაჭერა და ბატარეა 10 საათის მუშაობის შესაძლებლობით. გარდა ამისა, წარმოდგენილ iPad-ს ისევე, როგორც iPad Pro ხაზის მოდელებს, გააჩნია Apple Pencil-ის სრული მხარდაჭერა.

სპეციალურიად iPad პლანშეტისათვის და სხვა ახალი მოდელებისათვის Apple-მა დააანონსა მთელი რიგი ახალი პროგრამული ფუნქციები. ოფისის აპლიკაციის მთლიანი პაკეტი iWork იქნება განახლებული და დაემატება Apple Pencil-ის მხარდაჭერა. Pages, Numbers და Keynote-ში შესაძლებელი იქნება ანოტციების დამატება, რომელიც მიბმული იქნება კონკრეტულ სიტყვას. განახლდება აპლიკაციები GarageBand და Clip, სადაც დაემატება კონტენტი ბავშვებისათვის.

https://www.youtube.com/watch?v=ckEnOBpksGs

ფუნქცია Shared iPad მომხმარებლებს საშუალებას მისცემს პლანშეტზე შექმნან რამდენიმე ექაუნთი. მაგალითად, ერთ მოწყობილობაში შესაძლებელი იქნება დავამატოთ მთელი კლასის მოსწავლეების ექაუნთები. macOS-სათვის გამოვა აპლიკაცია Classroom, რომელიც მასწავლებელს საშუალებას მისცემს მოსწავლეების პლანშეტები დისტანციურად მართოს. ასევე დაანონსდა აპლიკაცია Schoolwork, რომელიც საშუალებას იძლევა დავალების მიცემის, შემოწმების, შესრულების პროცესზე თვალყურის დევნებისა და ყურადღების მიქცევის, რომ მეცადინეობის დროს არავინ ითამაშოს.

მოსწავლეებისათვის უფასო შენახვის ღრუბლოვანი სერვისი iCloud-ის მოცულობა 5-დან 200გბ-მდე გაიზარდა.

ახალი iPad-ის ფასი ჩვეულებრივი მოქალაქეებისატვის $329 იქნება, სკოლებისთვის კი – $299.

წინა სტატიაAliExpress 8წლისაა: ჩინური რვაბირთვიანი სმარტფონების ფასდაკლება
შემდეგი სტატიაOne Plus 6 – ჩაკბეჩილი ეკრანით გამოვა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი