გუშინ Apple-მა iOS 11.3 გამოუშვა ყველა მხარდაჭერილი მოწყობილობებისათვის, რომელთა შორის არიან მინიმუმ iPad mini 2, iPhone 4S და მე-6 თაობის iPod touch. განახლება ხელმისაწვდომია ყველა მხარდაჭერილ რეგიონში.

რამდენიმე ახალი ფუნქციით ის ყველაზე დიდი განახლებაა iOS 11-ის გამოსვლის შემდეგ. iOS 11.3-ში გამოჩნდა აკუმლატორზე დამოკიდებული წარმადობის შეზღუდვის კონტროლი ძველი მოწყობილობებისათვის. საგრძნობლად აუგმენტური რეალობის სისტემა, კორპორაციული ჩათების მხარდაჭერა Messages-ში და ჯანრთელობის შესახებ მონაცემებზე წვდომა Health აპლიკაციაში.

Apple-მა ასევე გამოუშვა მცირედი განახლებები tvOS-ში (11.3)  Apple TV-თვის და watchOS-ში (4.3). განახლდა macOS High Sierra 10.13.4 რომელსაც დაემატა eGPU-ს მხარდაჭერა და იგივე კორპორაციული ჩათების ხარდაჭერა Messages-ში.

დაპირებისამებრ Apple-მა შესაძლებელი გახადა წარმადობის შეზღუდვის მოხსნა ძველ მოწყობილობებზე, რომელთა აკუმლატორებიც იმდენად დეგრადირდა, რომ შესაძლოა აპარატის უნებლიე გამორთვა გამოიწვიოს. Apple-ის განმარტებით ეს ფუნქცია ჯერ-ჯერობით ბეტა ტესტირების პროცესშია.

Apple-ის განმარტებები ამ ფუნქციონალთან მიმართებაში:

ეს არის აკუმლატორის მოცულობის საზომი ფარდობაში მდგომარეობასთან როცა ის ახალი იყო. ნაკლები მოცულობა ნიშნავს ნაკლებ სამუშაო დროს დამუხტვებს შორის.

პარამეტრებში არის "Peak Performace Capacity" ერანი. თუ თქვენს ტელეფონს არასდროს არ ქონია მოულოდნელად გამორთვის პრობლემა აკუმლატორის გამო მაშინ იქ წაიკითხავთ "Your battery is currently supporting normal peak perfomance"- მაგრამ საწინააღმდეგო შემთხვევაში თქვენ ნახავთ: 

ამ  iPhone-მა გაიცადა მოულოდნელი გამორთვა, რადგანაც პიკური დატვირთვისას აკუმლატორმა ვერ მიაწოდა საკმარისი ენერგია. გააქტიურდა წარმადობის მართვა, რომელიც დაეხმარება სისტემას მსგავსი რამ არ განმეორდეს.

ამის შემდეგ თქვენ ნახავთ ოფციას, რომლითაც შეძლებთ წრამადობის მართვის ფუნქციონალის გამორთვას, რომელსაც დაჟინებით ითხოვდნენ ძველი iPhone-ების მომხამრებლები. ასევე ნახავთ შეტყობინებას, რომ შეგიძლიათ აკუმატორის გამოცვლა პრობლემის მოსაგვარებლად.

თქვენი აკუმლატორის ჯანმრთელობა მნიშვნალოვნად დეგრადირდა. Apple-ის ავტორიზებული სერვისის პროვაიდერი შეძლებს აკუმლატორის გამოცვლას, რითაც აღდგება სრული წარმადობა და მოცულობა.

აღსანიშნავია, რომ წარმადობის შეზღუდვის მართვა გამორთულია მანამ სანამ აპარატი პირველად არ განიცდის მოულოდნელ გამორვას. ეს ფუნქცია არ არის აქტივირებული გარკვეულ ზღვრულ მოცულობამდე და თქვენ ვერ ჩართავთ მას პრობლემის დაფიქსირებამდე.

Apple არ გვთავაზობს იგივე ფუქნციონალს iPad-ებზე, მაგრამ განახლებაშ მათ დაამატეს ახალი ფუნქცია "charge management". განახლების აღწერაში მითითებულია, რომ "სისტემა თვალს ადევნებს დამუხტვის პროცესს, როცა მოწყობილობა ძალიან დიდი პერიოდის განმავლობაშია მიერთებული დამტენზე, როცა გამოიყენება კიოსკის ან POS-ის რეჟიმში.

გირჩევთ განაახლოთ თქვენი Apple-ის მოწყობილობები უახლესი პროგრამული უზრუველყოფით

წინა სტატიაOne Plus 6 – ჩაკბეჩილი ეკრანით გამოვა
შემდეგი სტატიაXiaomi Mi Band 3 – მზის ენერგიით იმუხტება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი