ჩინეთში დღეს Xiaomi Mi Band 3 წარმოადგინეს, რომელმაც ყველა წინა მოდელში არსებული ფუნქციონალი და კიდევ უფრო მეტი მიიღო. 17 $ ჯერ არც ერთი ამ დონის სამაჯური არ გამოუშვია Xiaomi-ს. გარეგნულად და ფუნქციონალით ის არაფრით არ ჩამოუვარდება Gear Fit 2 Pro-ს რომელიც გაცილებით ძვირი ღირს მასზე.

Xiaomi Mi Band 3-ს რკალისებული 1,5 დიუმიანი Super AMOLED ეკრანი აქვს სენსორული მართვით და მასში უამრავი სენსორია მოთავსებული. Xiaomi-ს ინჟინრება მოწყობილობაში მზის ენერგიით დამუხტვის ფუნქციონალიც კი ჩადეს. მწარმოებელი გვარწმუნებს, რომ წლის თბილ პერიოდში, როცა გარეთ საკმარისი შუქია, ტრეკერის დამუხვტვა საერთოდ არ მოგიწევთ.

სამაჯურის უკანა მხარეს მოთავსებულია სენსორები რომლებიც ზომავენ პულსს, სტრესის დონეს და წყლის რაოდენობას ორგანიზმში. ტრეკერს 20-მდე სპორტული აქტივობის ამოცნობა შეუძლია, რომელთა შორის არის – სირბილი, ფეხბურთი, ცურვა, ცხენით ჯირითი, ალპინიზმი და ა.შ. გაჯეტის კურპისი IP68 სტანდარტის შესაბამისადაა დაცული და შესაძლებლობას იძლევა 50 მეტრამდე ჩავყვნითოთ წყალში.

Xiaomi Mi Band 3-ს აქვს Wi-Fi 802.11ac რაც ინტერნეტთან სმარტფონის გარეშე დაკავშირების საშუალებას აძლევს. რა თქმა უნდა არის Bluetooth 5.0 LE ტელეფონთან, პლანშეტთან და სხვა მოწყობილობებთან კავშირისთვის. ადგილმდებარეობის დადგენაში მას ჩაშენებული GPS სენსორი ეხმარება. Xiaomi Mi3-ის მფლობელები შეძლებენ შწსყიდვების გაკეთბას Google Pay, AliPay და MiPay სისტემების საშუალებით.

სიახლე უკვე ხელმისწავდომია ჩინურ მაღაზიებში. შეგიძლიათ შავი და შავი-წითელი შეფერილობის ვარიანტი იყიდოთ. მომავალში დაემატება სხვა ფერის სამაჯურებიც.

წინა სტატიაApple iOS 11.3-და ძველი მოწყობილობების წარმადობის შეზღუდვა
შემდეგი სტატიაGalaxy S9|S9+ შემოქმედებითი წარდგენა მოძრაობის თეატრში

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი