Samsung Electronics-მა 2 აპრილს საქართველოს უახლესი ფლაგმანური სმარტფონები – Galaxy S9 | S9+ წარუდგინა, რომელთა პრეზენტაცია თბილისში, მოძრაობის თეატრში გაიმართა.

სიმბოლური იყო პრეზენტაციის ადგილად მოძრაობის თეატრის შერჩევა. კახა ბაკურაძის დასის პერფორმანსი აერთიანებს თანამედროვე ცეკვას, მიმოდრამას, აკრობატიკას, პანტომიმას, ბალეტს, საბრძოლო და საცირკო ელემენტებს. ამ ჟანრების თეატრის დინამიური ვიზუალი კი საუკეთესო გადაწყვეტილება აღმოჩდა Galaxy S9 | S9+-ის ინოვაციური კამერის შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის.

"აღმოაჩინე კამერა. თავიდან." – სწორედ ასე ახასიათებს კომპანია უახლეს სმარტფონებს, ვინაიდან მობილურ ინდუსტრიაში პირველად აქ წარმოდგენილია ინოვაციური ორმაგი მოძრავი დიაფრაგმა. ადამიანის თვალის მსგავსად ის სიბნელეში ფართოვდება, რათა სუსტ განათებაში გადაღებული ფოტოები მაქსიმალურად ნათელი გამოვიდეს, ხოლო სინათლეში სიმკვეთრისა და სიკაშკაშის შესანარჩუნებლად პირიქით – ვიწროვდება.

Galaxy S9 | S9+ კამერის მთავარი ღირსება "სუპერ შენელებულ გადაღებაში" მდგომარეობს. მისი საშუალებით შესაძლებელია ვიდეოს აღბეჭდვა 960 კადრი/წამში სიჩქარით, რაც სტანდარტული ვიდეოს გადაღების სიჩქარესთან შედარებით 32-ჯერ უფრო შენელებულია და სმარტფონს რეალური 0.2 წამის შუალედის აღქმა ჯამში 6 წამად შეუძლია.

აღნიშნული ფუნქციის უკეთ გამოსახატად თეატრის მსახიობებმა მოწვეულ სტუმრებს ოთხი ნაწილისგან შემდგარი, განსხვავებული სტილის დრამატურგიით დატვირთული მოძრაობების პერფორმანსი წარუდგინეს და ახალი ფლაგმანების კამერის ინოვაციური შესაძლებლობები მაყურებლის თვალწინ სცენაზე გააცოცხლეს.

იმისათვის, რომ სტუმრებისთვის თვალსაჩინო გამხდარიყო ახალი "სუპერ შენელებული გადაღების ფუნქცია” და ენახათ როგორ აღიქვამს Galaxy S9 | S9+ სამყაროს შენელებულ კადრში, პერფორმანსს ფოტოხელოვანი ლაშა ღუღუნიშვილი სამსუნგის ახალ სმარტფონზე იღებდა, ხოლო სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანზე კი რეალურ დროში იყო ნაჩვენები 960 კადრი/წამში სიჩქარით ყველაფერი ის, რისი დანახვაც თვალმა ვერ მოასწრო, ხოლო სმარტფონმა დაინახა და აღბეჭდა კიდეც.

“სუპერ შენელებული კადრისა” და ორმაგ მოძრავ დიაფრაგმასთან ერთად Galaxy S9 | S9+ კამერა გამოირჩევა სისწრაფით, რადგან გადაღების ღილაკზე დაჭერისას ფოტოების დამუშავება კამერის სენსორშივე ხდება და სმარტფონი ამაზე დროს არც კი ხარჯავს, სწორედ ამიტომაც ახალი ფლაგმანებით გადაღებული ფოტოები უკონკურენტო გამოდის განათების ნებისმიერ პირობებში.

სიახლეებიდან აღსანიშნავია “ცოცხალი ფოკუსის * რეჟიმიც”, ის პორტრეტული სურათების გადაღების საშუალებას იძლევა, სადაც შესაძლებელია გადასაღები ობიექტის ფონის დაბურვა ან დაბურვის დარეგულირება უშუალოდ ფოტოს გადაღების შემდეგაც კი. კიდევ ერთი სიახლე – “ვირტუალური ემოჯი” არის, რომლის მეშვეობით ადამიანს შეუძლია თავისი თავის პერსონაჟის შექმნა, ემოციების გამოხატვა და ამ ყველაფრის გაზიარება მეგობრებთან. აღსანიშნავია ისიც, რომ სამსუნგმა წინა მოდელებით დაგროვილი გამოცდილება Galaxy S9 | S9+ ში განახორციელა. შეცვლილია თითის ანაბეჭდების სკანერის განთავსების ადგილი, ახლა ის კამერის მოდულის ქვევითაა მოთავსებული.

კამერის ძლიერ მახასიათებლებთან ერთად ყურადღება გამახვილებულია Galaxy S9 | S9+ უსაფრთხოებაზეც და ამიერიდან სმარტფონის განბლოკვა არა მხოლოდ თითის ანაბეჭდით, არამედ ერთდროულად სახისა და თვალის გარსის ამოცნობის მექანიზმითაა შესაძლებელი, რომელსაც “ინტელექტუალური სკანირება” ეწოდება.

Galaxy S9 | S9+ წყალ და მტვერ გაუმტარია IP68 სერტიფიცირებით, ხოლო ის მომხმარებელი, რომელიც ახალ სმარტფონებს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამით შეიძენს, მიიღებს უსაზღვრო ეკრანის ერთ წლიან გარანტიას**, რომელიც ითვალისწინებს მოწყობილობის ეკრანის გამოცვლას უფასოდ***.

*”ცოცხალი ფოკუსის რეჟიმი” ხელმისაწვდომია მხოლოდ Galaxy S9+ ორმაგ კამერაზე.

** უსაზღვრო ეკრანის გარანტია მოქმედებს 30 ივნისამდე შეძენილ Galaxy S9 | S9+ -ზე.

*** უსაზღვრო ეკრანის გარანტია უფასოდ ითვალისწინებს მხოლოდ ეკრანს, შეკეთება სიმბოლური თანხის გადახდით ხდება.

წინა სტატიაXiaomi Mi Band 3 – მზის ენერგიით იმუხტება
შემდეგი სტატიამეექვსე თაობის Apple iPad: პირველი შთაბეჭდილებები

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი