ჯერჯერობით Samsung არ არის იმ კომპანიების სიაში, რომლებმაც Apple-ს მიბაძეს და სმარტფონის წინა წინა პანელი “დაამახინჯეს”, თუმცა ეს შესაძლოა ძალიან მალე შეიცვალოს და კონკურენტების მხრიდან ზეწოლას ვერ გაუძლოს. ჭორის თანახმად კომპანიამ ახალი დიზაინი უკვე დააპატენტა.

ეკრანის ჩაჭრაში მოთავსდება მიახლოების სენსორი, დინამიკი და სხვა საჭირო დეტალები. სურათებზე ჩანს თუ როგორი შეიძლება იყოს ორმაგი მთავარი კამერის კონფიგურაციის ვარიანტები, რომელთაგან ერთ-ერთი iPhone X-ის მსგავსია.

სურათზე აშკარად ჩანს, რომ Samsung-მა თითქმის ყველა ვარიანტი დააპატენტა. ორმაგი კამერა შესაძლებელია ზედა მარცხენა კუთხეში, ანტენების ზოლის ქვევით ან მათ შორის განთავსდეს. ასევე არის ვერტიკალური კონფიგურაციაც, რომელიც Apple-ის ფლაგმანს იმეორებს და რა თქმა უნდა Samsung-ის ტრადიციული ცენტრში განთავსებული კამერა.

Capture.PNG

პატენტებს შორის აღმოჩენილი მეორე დოკუმენტი აჩვენებს, რომ Samsung-ს დაგეგმილი აქვს წინა პანელის 100% ეკრანს დაუთმოს. მას არ ექნება არანაირი ჩარჩო, თუმცა გაუგებარია სად გადაინაცვლებს სელფის კამერა და დინამიკი. ასე თუ ისე ეს უბრალოდ პატენტებია და მიაღწევს თუ არა პროდუქტებამდე ჯერ კიდევ საეჭვოა.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here