კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის (APU) ინიციატივით მომზადდა კანონპროექტი, რომელიც საქართველოს კანონში „უმაღლესი განათლების შესახებ“ მე-2 მუხლის „უ1“ ქვეპუნქტში ცვლილების შეტანას ეხება.

აღნიშნული ქვეპუნქტის თანახმად ელექტრონული სწავლებით სარგებლობის უფლება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ პირებს აქვთ.

“საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია დაფუძნების დღიდან აწარმოებს დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან. გვაქვს მათი მხრივ სწრაფი და ეფექტური თანამშრომლობის იმედი რათა ჩვენი რეგულაციები დროულად მოერგოს საგანმანათელბლო ტექნოლოგიების კუთხით ახალ გამოწვევებს, სანამ მსოფლიო ასპარეზზე უფრო ჩამორჩენილ პოზიციაზე არ აღმოვჩნდებით, საიდანაც დაწევა კიდევ უფრო გაგვიჭირდება.” – განახცადა Navigator-თან საუბრუსას საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა კონსტანტინე თოფურიამ.

კანონპროექტი ასოცაიცაიამ განსახილველად წარუდგინა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინინისტროს და საქარათველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტს.

“გვიხარია, რომ სამინისტრო მზადაა ჩვენთან ერთად შექმნას სამუშაო ჯგუფი რავ თავისთავად იმას ნიშნავს, რომ თანამედროეობის გამოწვევას შესაბამისად ვუპასუხებთ და ამაში ჩვენი წვლილიც იქნება.” – აღნიშნა კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ელენე მარგალიტაძემ.

ასოციაცია მიმართავს უმაღლესი განათლების სფეროს მუშაკებს და ამ საკითხით დაინტერესებულ პირებს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ზემოაღნიშნული კანონპროექტის განხილვაში.

წინა სტატიაOxyn – მორიგი სოციალური ექსპერიმენტი Treepex-სგან
შემდეგი სტატიაბლოკჩეინ რევოლუცია – ლაბორატორია და საინტერესო სემინარი UG-ში

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი