ქართულ ინტერნეტ სივრცეში ტურისტებზე და ადგილობრივ მომხმარებელზე გათვლილი ახალი პორტალი გაჩნდა. SADRA.ge შეიქმნა იმისთვის, რომ ადამიანებს გაუმარტივდეთ მათვის სასურველი ობიექტის მოძებნა ინტერნეტ სივრცეში, იქნება ეს რესტორანი, პაბი, სასტუმრო, ივენთი თუ სხვა. 1 თვეში საიტი ტურისტებისთვის, რამდენიმე ენაზე გაკეთდება. ასევე დაემატება ონლაინ დაჯავშა და შეიქმნება აპლიკაცია, როგორც IOS ასევე Android სისტემისთვისაც.

„მომხმარებლებს ვთავაზობთ, განათავსონ სასურველი ობიექტი ჩვენს ვებ გვერდზე. ამისთვის საჭიროა ელ. ფოსტაზე გამოგვიგზავნონ  ობიექტის შესახებ სრული ინფორმაცია, ასევე 5 მაღალი ხარისხის ფოტო. ასევე შესაძლებელია ობიექტების შეფასება 10 ქულიანი სისტემით.“ – განაცხადა Navigator-თან საუბრისას SADRA-ს გრაფიკულმა დიზაინერმა ნიკა აბაშიშვილმა.

წინა სტატიაპირველ ქართულ იურიდიულ ბოტს ახალი ფუნქციები დაემატება
შემდეგი სტატიაელექტრონიკის შესასწავლ კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი