13 მაისს, 20:00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტში Tbilisi Digital Expo-ს ფარგლებში GameJam-ის პირველი, 48 საათიანი ეტაპი დასრულდა, სადაც 16-მა გუნდმა წარადგინა საკუთარი თამაში.

GameJam-ის ჟიურის წევრები იყვნენ: ირაკლი ქოქრაშვილი, ზვიად ბარათაშვილი, ლუკა კვირიკაშვილი, მარიამ ჯოგლიძე და თორნიკე ანდრიაძე. მათ შეაფასეს მონაწილეები და დაუსვეს კითხვები. საბოლოოდ, ეს ყველაფერი დაჯამდება და რეიტინგის მიხედვით გამოვლინდება გამარჯვებული.

„საკმაოდ კარგი თამაშები შეიქმნა დღეს. წინა წლებთან შედარებით პროგრესი იგრძნობა. ასე, რომ დაელოდეთ გამარჯვებულის გამოცხადებას და გელოდებით 16-ში ღონისძიების ფინალურ ეტაპზე.“- განაცხადა ნავიგატორთან საუბრისას Venatus–ის დამფუძნებელმა გოგა გორგოძემ.

გამარჯვებული ინდივიდი/გუნდი 16 მაისს, ტექნოპარკში Tbilisi Digital Expo-სღონისძიებაზე გამოცხადდება. (https://www.facebook.com/events/189434301843079/)

წინა სტატიასაქართველოს უნივერსიტეტში GameJam-ი მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაLingwing.com-ს მეგობრების მოწვევის ფუნქცია დაემატება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი