მაისის ბოლოსთვის, Lingwing.com- მეგობრების მოწვევის ფუნქცია დაემატება. მეგობრის მოწვევით მომხმარებელს შეეძლება 10 ლარის უფასო დავალებები მიიღოს, რამდენ ახალ მეგობარსაც მოიწვევს იმდენჯერ დაერიცხება 10 ლარის დავალებები.

დღითი დღე იზრდება მოთხოვნა ჩვენს პოროდუქტზე და კიდევ უფრო სწრაფი ზრდის ტემპისთვის ვაპირებთ მეგობრების მოწვევის ფუნქციის დამატებას, რაც მისცემს მომხმარებლებს საშუალებას დამატებით უფასო დავალებები მიიღონ. იქითა წლიდან უკვე სხვა ბაზრებზე გასვლას ვგეგმავთ.“ – განაცხადა Navigator-თან საუბრისას Lingwing.com-ის დირექტორმა ვატო ველიაშვილმა.

lingwing.com არის უცხო ენების შესასწავლი ინტერაქტიული პლატფორმა, რომელზეც 60 000 ადამიანია უკვე დარეგისტრირებული და ისინი სხადასხვა ენებს ეუფლებიან. ამჟამად საიტზე არის 6 ენა, ესენია: ინგლისური, გერმანული, რუსული, ესპანური, იტალიური და ფრანგული.

წინა სტატიაGameJam-ის პირველი, 48 საათიანი ეტაპი დასრულდა
შემდეგი სტატიავირტუალური რეალობის ქართული კომპანია Vrex-ი საერთაშორისო ექსპანსიას იწყებს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი