ვგეგმავთ საერთაშორისო ბაზარზე გასვლას, რადგან ჩვენი აპლიკაციები და მისი გამოსაყენებელი მოწყობილობები მსოფლიო მასშტაბით უნიკალურია. საქართველოში შეიქმნა ვირტუალური რეალობის ტურიზმის განვითარებისთვის გამოყენების ეფექტიანი კომპლექსური კამპანია, რომლიც ექსპორტიც ჩვენ შეგვიძლია სხვა ქვეყნებში. პირველ რიგში, ვგეგმავთ დუბაიში და თურქეთში ჩვენი ძალების მოსინჯვას, შემდეგ ვეცდებით ევროპის ქვეყნებზე გასვლასაც.“ – განაცხადა Navigator-თან საუბრისას Vrex-ის დირექტორმა ნიკოლოზ გოგოჭურმა.

მათი განცხადებით, თუ ისინი შეასრულებენ თავიანთ გეგმებს, 2019 წლისთვის დასჭირდებათ მინიმუმ სამჯერ მეტი კადრი. ასევე, დაგეგმილი აქვთ უნივერსიტეტების ბაზაზე საკუთარი ტექნოლოგიების ასათვისებელი კურსების შექმნა.

კომპანია Vrex წარმოადგენს ტექნოლოგიურ სტარტაპს. მათ შექმნეს ტურისტული ადგილების საპრეზენტაციო ინტერაქტიული აპლიკაცია და ასევე, ამ აპლიკაციის სადემონსტრაციო მოწყობილობა, რომლის გამოყენებას ტურისტულ კომპანიებს და სხვა, ტურისტული ადგილების პოპულარიზაციით დაინტერესებულ ორგანიზაციებს სთავაზობენ.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here