დაახლოებით მაისის ბოლოსთვის, კომპანია Black Room Games-ის რიგით მეორე თამაში -Black Room of Games-ი თამაშების უდიდეს სადისტრიბუციო პლატფორმა STEAM-ზე დაფაბლიშდება.

Black Room of Games – არის მინი თამაშების კრებული. მასში ერთიანდება ისეთი თამაშები
როგორებიცაა: დარცი, ბოულინგი, მაგიდის ჰოკეი, მინი კალათბურთი და ა.შ.
„წარმოიდგინეთ, რა საინტერესო შეგრძნებაა, როდესაც შეგიძლიათ ბოულინგი ან
მაგიგიდის ჰოკეი ითამაშოთ სახლიდან გაუსვლელად. ვირტუალური რეალობის
ჩაფხუტის თავზე მორგებით თქვენ აღმოჩნდებით სპეციალურად სათამაშო ბარში, სადაც
ამ ყველაფერს შეძლებთ. ვფიქრობ, ასეთ პროდუქტს საკმაოდ კარგი გამოხმაურება
მოჰყვება.“ – განაცხადა Navigator-თან საუბრისას Black room-ის CEO დაჩი ჯანელიძემ.

Black Room Games აღნიშნულ თამაშზე, სხვა პროექტების პარალელურად, უკვე
თითქმის 4 თვეა მუშაობს. ასევე კომპანიას აქვს, რამდენიმე დაუსრულებელი და
გამოუცემელი თამაშიც, რომელზე მუშაობასაც აგრძელებენ.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here