QuickCash-სა და AIFC-ს (Astana International Financial Center) შორის ყაზახეთის ბაზარზე კომპანიის გაფართოების მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ასევე პოტენციური პარტნიორობის მიზნით მოლაპარაკებებია Seedstars SME Holding-თანაც, ხოლო 4 ივლისს
ასტანაში ამ პროგრამის ფარგლებში ფართო მასშტაბიანი DEMO DAY გაიმართება, სადაც დამატებითი ინვესტიციის და პარტნიორების მოზიდვის მიზნით, მოწვეული ინვესტორების წინაშე QuickCash-ის პლატფორმა წარდგება.
QuickCash FINTECH აქსელერაციის პროგრამაში Fintech Stars შეარჩიეს, რის ფარგლებშიც შვეიცარიულ აქსელერატორ ფონდ Seedstars-სა და კომპანიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, 50,000 დოლარის ოდენობის პირველად ინვესტიციაზე, დაფინანსების მეორე ეტაპი მოიცავს 350,000 დოლარის ინვესტიციას.
“ჩვენი მიზანია ყაზახეთის ბაზრის გარდა, ევროკავშირის ბაზერზე შევიდეთ, სადაც ამ წელს ძალაში შესული PSD2 (Revised Payment Service Directive) ევროკავშირის დირექტივა
კიდევ უფრო გაამართივებს API-ს საშუალებით სხვა და სხვა ბანკთან ჩვენს
თანამშრომლობას.” – განაცხადა Navigator-თან საუბრისას Qcash-ის CEO მარიამ რუსიშვილმა.
https://qcash.ge/ – ქართულ ბაზარზე 2016 წლიდან არსებობს. მათი ინოვაციური პლატფორმით, მცირე და საშუალო ბიზნესებს შეუძლიათ გაიარონ კრედიტუნარიანობის შეფასება ონლაინ და დაიმტკიცონ საკრედიტო ხაზი 5 წუთში.