17 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში,
საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციის (GCSF) ორგანიზებით კიბერ
ლიგის ფინალი გაიმართა.

„17 მაისს ვატარებთ კიბერ ლიგის ფინალურ ეტაპს, რომელიც სპეციალურად game fest
2018-ს დავამთხვიეთ. ზოგადად game fest 2018 გამოირჩევა კონცეფციით, რომელიც
მოიცავს როგორც სპორტულ აქტივობებს, ასევე საგანმანათლებლო და გასართობსაც.
ჩვენი მხარდამჭერები არიან: სახელმწიფო სტრუქტურები, ახალგაზრდული ცენტრების
გაერთიანება და თბილისის ახალგაზრდული გაერთიანებები. 18 მაისს გაიმართება
სპორტული ღონისძიებები, ასევე იწყება ჰაკათონი თამაშების შექმნაში, სადაც 40
ახლგაზრდაა დარეგისტრირებული – განაცხადა Navigator-თან საუბრისას GCSF-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე ჯოხაძემ.

აღნიშნულ ღონისძიება მოიცავდა ავტორიზაციის პროცესს. რეგისტრაციის გარდა
ჩემპიონატები სხვადასხვა კონსოლზე დაფუძნებულ თამაშებში ჩატარდა.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here