2018 წლის ზაფხულში ქართულ ბაზარზე პირველად გამოჩნდება ელექტრონული პლატფორმა, რომელიც ტვირთის გაგზავნის მსურველებსა და გადამზიდავებს ერთმანეთს აპლიკაციის საშუალებით დააკავშირებს.

ქართული კომპანია სტიქსის (STYX) პირველი პროდუქტი, რომელიც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მხარდაჭერით შეიქმნა, ხელმისაწვდომი იქნება, როგორც მობილური აპლიკაციის, ასევე ვებ გვერდის www.styx.ge მეშვეობით. სისტემაში დარეგისტრირება ტვირთის გადაზიდვის ან გაგზავნის მსურველ ნებისმიერ პირს შეეძლება. კომპანიის დამფუძნებელი განმარტავს, რომ აპლიკაცია გადამზიდსა და ტვირთის გამგზავნს მისცემს საშუალებას, შუამავლების გარეშე, სწრაფად, უსაფრთხოდ და მარტივად შეთანხმდნენ სერვისის პირობებზე.

 „პირველ ეტაპზე ვგეგმავთ პროექტის ქართულ ბაზარზე

განხორციელებას, მომავალ წელს რეგიონალური მასშტაბით ვაპირებთ გაფართოებას და პერსპექტივაში გვსურს გავხდეთ საერთაშორისო კომპანია.“ – განაცხადა Navigator-თან საუბრისას STYX-ის ოპერაციების დირექტორმა ლაშა გორგოშიძემ.

გარდა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებისა STYX-ის მხარდამჭერია USAID-ის „პროექტი ზრდა საქართველოში“. გუნდი ფიქრობს, რომ აპლიკაცია დაეხმარება ქართულ ბაზარს გაჯანსაღებაში, რაც ქვეყნის ლოჯისტიკურ სფეროს უფრო სწრაფად განავითარებს. 

წინა სტატიაGameJam-ის გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა
შემდეგი სტატიადღეს კიბერსპორტის მიმართულებით ღონისძიება გაიმართა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი