ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, პროგრამა – “ინტერნეტი განვითარებისთვისფარგლებში მეწარმეებისთვის შეხვედრებს გამართავს:

19 მაისს:

ბორჯომში (ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია – 11:00 საათზე);

ახალქალაქში (ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია – 11:00 საათზე).

20 მაისს:

ნინოწმინდაში (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია – 11:00 საათზე);

ასპინძაში (ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისია – 11:00 საათზე).

24 მაისს:

რუსთავში (რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია – 11:00 საათზე).

შეხვედრის დასრულების შემდგომ, მონაწილეები მიიღებენ უფასო ვაუჩერებს, რომლის მეშვეობითაც, უკვე სექტემბრიდან, შეძლებენ გაიარონ ტრენინგები ელექტრონულ კომერციაში, ჩაერთონ ფართოზოლოვან ინტერნეტში, განათავსონ თავიანთი პროდუქტი და მომსახურება ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმაზე და დაამზადონ საკუთარი ვებგვერდი.

პროგრამა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს რეგიონებში, ადგილობრივი მეწარმეებისთვის იმართება ცნობიერების ასამაღლებელი უფასო ტრენინგებიციფრულ წიგნიერებაში და ელექტრონულ ბიზნესში. პროგრამის მიზანია საქართველოს რეგიონებში ფართოზოლოვან ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ელექტრონული კომერციის დონის ამაღლება.

ტრენინგები უკვე მე-3 თვეა რაც მიმდინარეობს, რასაც ამ დროისთვის 900-მდე მეწარმე დაესწრო.

წინა სტატიადღეს კიბერსპორტის მიმართულებით ღონისძიება გაიმართა
შემდეგი სტატიასტუდია Jump or Fall-ის ახალი თამაში გამოვა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი