ჩვენთვის Golden Byte-ზე გამარჯვება საკუთარი ძალების დემონსტრირება იყო და ამით დავრწმუნდით, რომ თამაშს დიდი მომავალი შეიძლება ჰქონდეს. ჩვენ შევძელით და დავანახეთ დანარჩენ მსოფლიოს, რომ საქართველოსაც შეუძლია შექმნას, რაიმე ახალი და განსაკუთრებული. ჩვენ ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ პირიქით, ვგეგმავთ უფროდაუფრო დიდ მასშტაბებზე გასვლას, არა მარტო კონკურსის სახით, არმედ თვითონ პროექტითაც, რადგან ეს არ არის ის პროექტი, რომელიც მარტო კონკურსებისთვის უნდა არსებობდეს, მან უნდა შეძლოს და აჩვენოს სხვებს საქართველო, ჩვენი მიზანიც ეს არის.“ – განაცხადა Navigator-თან საუბრისას Revolt Entertainmentის პროგრამისტმა გიორგი ჩიტიძემ.

Enchantress – ეს არის კომპანია  Revolt Entertainmentის მიერ შექმნილი პირველი და ყველაზე დიდი ქართული თამაში საქართველოზე. მოვლენების განვითარება ხდება აფხაზეთში 1993 წელს, მთავარ პერსონაჟს უწევს გაიაროს ომის უმძიმესი და ურთულესი ნაწილი, რათა მიაღწიოს საკუთარ მიზანს.

თამაში ამ ეტაპზე დამუშავების პროცესშია, ასევე მიმდინარეობს ინვესტორების მოძიება.

სამომავლოდ, დაახლოებით შემოდგომაზე უკვე იგეგმება თამაშის Beta ვერსიის გაშვება ადგილობრივ მასშტაბზე, ხოლო რაც შეეხება თვითონ პროექტის ვადებს, პროექტი მზად იქნება 2019 ან 2020 წლის ბოლოს.

აღსანიშნავია, რომ თამაშის შემქმნელები, პროექტის დასრულების შემდეგ შემოსული თანხებით ვეტერანების დახმარებას გეგმავენ.

წინა სტატიაPlugandPay და საქართველოს ფოსტის სიახლე e-commerce ბაზარზე
შემდეგი სტატიასაქართველოში არსებული ფასებისა და პროდუქციის კატალოგი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი