ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი მიმდინარეობს.

ორი დღის განმავლობაში ფინალისტი სტარტაპები საკუთარი პროექტების პრეზენტაციას საინვესტიციო კომიტეტის წინაშე წარადგენენ.

კომპეტენტური ჟიური მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ არის დაკომპლექტებული, მასში შედის წარმომადგენლები ისეთი ვენჩერული ფონდებიდან, როგორიც არის Venrock, IBM Venture, Sparklabs Global Ventures და სხვა.

გამარჯვებულები 25 მაისს, საღამოს 7 საათზე გამოვლინდებიან და თითოეული მათგანი 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტს მიიღებს.

კონკურსანტებს ფინალური ეტაპისთვის მოწვეული ტრენერები ამზადებდნენ.

საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენდა ორ მილიონ ლარს.

წინა სტატიასაქართველოში არსებული ფასებისა და პროდუქციის კატალოგი
შემდეგი სტატიათანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი