Startupთანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები ცნობილიაIrakli Kashibadze25 მაისი 2018 · 1 წთ საკითხავიააეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები ცნობილია – გადაწყვეტილება მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორებით დაკომპლექტებულმა საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო. გამარჯვებული კონკურსანტები საკუთარი სტარტაპის გასავითარებლად ჯილდოდ 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტს მიიღებენ. 25 მაისს, 18:30 საათზე, ტექნოპარკში საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გახსნის ღონისძიებას, სადაც მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები დასახელდება. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საინვესტიციო კომიტეტის წევრები. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მიზანი საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება–ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირებაა. ააწაიკითხეთ შემდეგქართული სტარტაპი Pharao Unicorn Startup Battle International-ის ფინალში გადავიდა14 ნოემბერი 2022ანა რობაქიძე Web Summit-ის Pitch-ის კონკურსის გამარჯვებულია4 ნოემბერი 2022Startup Pitch Night ღონისძიებაზე Hell-0-W!N გამარჯვებული გამოვლინდა3 ნოემბერი 2022გაზიარებაკომენტარები კომენტარის დაწერაჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!