ქალაქში საცობები და მანქანის გამონაბოლქვი გაწუხებთ?ამ პრობლემის მოგვარება მე–10 კლასელმა გოგოებმა გადაწყვიტეს.

ჯული მუხაძე, მარიამ ბარიაშვილი და ნინო ბულბულაშვილი სკოლამდემისასვლელად დიდ დროს საცობებში ატარებენ, ამიტომაც გოგონებმა გადაწყვიტესთავად ეზრუნათ მდგომარეობის გამოსწორებაზე და  პროექტი “უნივერსალური შუქნიშანი” შექმნეს.

შუქნიშანს ნებისმიერ დროს შეუძლია ახალი რეჟიმის ათვისება, აქვს ხელის მართვისრეჟიმი და პატრულის თანამშრომელს შეუძლია, საჭიროებისამებრ შეცვალოს ფერი. რაცყველაზე მთავარია, შუქნიშანი კითხვა–პასუხისთვისაც მზად არის და შეუძლია, მძღოლისშეტყობინების საპასუხოდ, მიაწოდოს ინფორმაცია თუ რა მდგომარეობაა ამა თუ იმგზაზე: საცობია, გზა თავისუფალია თუ ავარიული სიტუაციაა.

“პირველი კონკურსი იყო ჩვენთვის, გამარჯვების იმედი გვქონდა. მნიშვნელოვანიგამოცდილება მივიღეთ და  სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობას უკვე ვგეგმავთ.” –განაცხადა ანინო ბულბულაშვილი.

გოგოები აგვისტოში, ამერიკის საელჩოს დაფინასნებით, გოგონათა საერთაშორისო ბანაკში(WiSci) მიიღებენ მონაწილეობას.

წინა სტატია18 ქართული სტარტაპი 2 მილიონ ლარს გაინაწილებს
შემდეგი სტატიაSeedstars Tbilisi 2018-ის ფინალისტები

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი