optio.ai – აქტიურად მუშაობს ევროპის ბაზარზე შესასვლელად. კომპანია შექმნის დღიდან გლობალურ ბაზარზე გასვლისათვის მუშაობს და უკვე ჰყავს დაინტერესებული ბანკები ჩეხეთსა და გერმანიაში.
Optio.Ai არის ქართული ინტელექტუალურ სისტემებზე დამყარებული Fintech სტარტაპი, რომელიც ამჟამად ორ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებლებს:
- ხელოვნული ინტელექტის დახმარებით პირადი ფინანსების მართვის უფასო პლატფორმას, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისათვის;
- ე.წ. Conversational Banking-ის პლატფორმა ბანკებისათვის.
ამჟამად კომპანიას დაახლოებით 200 სატესტო მომხმარებელი ჰყავთ.
„რამდენიმე საკითხია, რაც ჩვენი აზრით გამოგვარჩევს სხვა მსგავსი კომპანიებისაგან.
- ანალიტიკური ძრავი – ამ მიმართულებით ჩვენი გადაწყვეტილება უნიკალურია და ბანკებს პრობლემის მყისიერ მოგვარებას სთავაზობს.
- ფინანსურ ჩეთბოტებს გააჩნიათ განსხვავებული სპეციფიკა და საჭიროებენ შესაბამის მიდგომას. ჩვენი გუნდი ფლობს ყველა იმ აუცილებელ კომპეტენციას, რათა ჩვენს კლიენტებს მაღალი ხარისხის პროდუქტი შევთავაზოთ უფრო დაბალ ფასად, ვიდრე ჩვენი კონკურენტები სთავაზობენ.
- ჩვენი საბოლოო მიზანია, ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ Software as a Service ტიპის მომსახურება, რაც საბანკო სფეროსთვის ჯერ-ჯერობით მაინც სიახლეა.“ – განაცხადა Navigator-თან საუბრისას optio.ai–ის თანადამფუძნებელმა შოთა გიორგობიანმა.
Optio.Ai-ს ჯამში მოზიდული აქვს 200 000 ევრომდე ინვესტიცია. კომპანიის ამჟამინდელი ინვესტორები არიან:
- საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (სტარტაპ საქართველო 2016-ის გამარჯვებული სტარტაპი);
- Startup Yard – აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული სტარტაპ აქსელერატორი ჩეხეთიდან;
- Techstars Berlin – მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სტარტაპ აქსელერატორის Techstars-ის ბერლინის ოფისი. Techstars განხორციელებული აქვს ინვესტიციები ისეთ კომპანიებში როგორიც არის Uber, Send Grid, Sphero, Digital Ocean და ა.შ.;
- Star Power Partners Europe.